აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, თებერვალში სამომხმარებლო ფასები წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, რაც სრულად დაემთხვა ეკონომისტების წინასწარ მოლოდინს.
მიუხედავად წლიური სტაბილურობისა, თვიურ ჭრილში ფასების 0.3%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც იანვართან შედარებით ოდნავ დაჩქარებული ზრდაა და ძირითადად საცხოვრებლისა და საკვები პროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული.
საბაზისო ინფლაცია (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათსა და ენერგიას, წლიურად 2.5%-ით გაიზარდა.
ეკონომისტები ხაზს უსვამენ, რომ თებერვლის ეს ანგარიში ჯერ კიდევ არ ასახავს მარტის დასაწყისში ირანში დაწყებული ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკს, რამაც ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მარტის მონაცემებში ინფლაცია მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ინფლაციური მოლოდინების გაუარესების ფონზე, ანალიტიკოსები FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას არ მოელიან.




























