მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა ექნება ომს ინფლაციაზე? – FED-ის ხელმძღვანელის შეფასება

ჯერომ პაუელი

აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ამერიკის ეკონომიკას „ახალი ინფლაციური ტალღის“ წინაშე აყენებს.

პაუელის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდა პირდაპირ აისახება სამომხმარებლო კალათაზე და ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად ართულებს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს.

FED-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ამ კონფლიქტის უგულებელყოფა შეუძლებელია.

„ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ენერგეტიკული შოკი, რომელიც მიწოდების ჯაჭვზე ახდენს გავლენას, ამიტომ FED-ის მომავალი გადაწყვეტილებები ამ ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა პაუელმა.

ანალიტიკოსების აზრით, პაუელის ფრთხილი ტონი მიანიშნებს იმაზე, რომ FED-ი პოტენციურად მზად იქნება მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისთვის, თუკი ინფლაცია მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს მკვეთრად დაშორდება.

პაუელის განცხადების ფონზე, ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა კლება დაიწყეს, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ ომით გამოწვეული ინფლაცია ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისაკენ უბიძგებს.

ცნობისთვის, გუშინდელ სესიაზე ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 3.50-3.75%-იან დიაპაზონში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები