ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, აშშ-ში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა. მაისის თვის წლიურმა მაჩვენებელმა 4.2% შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.
რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას (Core CPI), რომელიც ენერგეტიკულ და სასურსათო ხარჯებს გამორიცხავს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-იან ნიშნულზეა, რაც 2025 წლის სექტემბრის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი შედეგია.
4%-ზე მაღალი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ზუსტად 2-ჯერ მეტია, ვიდრე ეს FED-ის მიერ ტარგეტად არის განსაზღვრული.
ინფლაციის დაჩქარების ფონზე, ფედერალური რეზერვის მხრიდან წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საფონდო ბირჟისთვის უმთავრეს რისკს წარმოადგენს.




























