ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის მორიგმა ტალღამ გლობალური ენერგობაზარი კვლავ მღელვარების ფაზაში შეიყვანა. აშშ-ის, ირანისა და ისრაელის დაპირისპირების ესკალაცია ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე აისახა, რამაც დიზელის ფასების არაპროგნოზირებადი მერყეობა გამოიწვია.
Investor Sights-ის მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ, თუ როგორ შეიცვალა დიზელის ფასები ირანში კონფლიქტის დაწყების, ანუ 23 თებერვლის შემდეგ.
"დიზელის ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნის სამგზავრო, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ტურისტულ აქტივობებზე, ხოლო ირიბად გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ხარჯებზე, სოფლის მეურნეობაზე, მიწოდების ჯაჭვებსა და მომხმარებელთა საერთო დანახარჯებზე.
დიზელის ფასების ამჟამინდელი ტურბულენტური ცვლილება კი აჩვენებს მის მნიშვნელობას სავაჭრო ნაკადებში, გეოპოლიტიკასა და ინდუსტრიულ აქტივობებში", - წერს კომპანია.
აშშ-ირან-ისრაელის ომის დაწყებიდან მსოფლიოში დიზელის ფასები 80%-მდეც კი გაიზარდა, რაშიც ფილიპინები ლიდერობს.
10 ქვეყანა, სადაც დიზელის ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა:
1. ფილიპინები: 81.6%
2. ნიგერია: 78.3%
3. მალაიზია: 57.9%
4. ავსტრალია: 52.1%
5. ვიეტნამი: 45.9%
6. სინგაპური: 44.0%
7. აშშ: 41.2%
8. შრი-ლანკა: 37.2%
9. კანადა: 36.9%
10. უკრაინა: 33.9%
აშკარაა, რომ ჰორმუზის სრუტეში დაწესებული შეზღუდვებისა და დაბალი რეზერვების გამო, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა.
მაშინ როცა ქვეყნების უმეტესობაში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა რუსეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი, ფასების ზრდა მინიმალური იყო ან საერთოდ არ მომხდარა.
შენიშვნა: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები ბაზარზე ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება. Investorsight-ის მონაცემები 23 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდს ასახავს.




























