მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი გასულ კვირაში

ეროვნული ბანკი

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით გამყარდა 0.41 თეთრით, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. თუმცა, სანაცვლოდ 0.17 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან, რამაც 2.9365 ლარი შეადგინა.

თუმცა, ეს გასული კვირის სრულ სურათს არ ასახავს, რადგან 3 დეკემბერს დოლარის ღირებულებამ 2.87 ლარს მიაღწია, კვირის მეორე ნახევარში კი ლარმა გამყარება დაიწყო.

ლარის გაუფასურების უმთავრესი და წამყვანი მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა. მას შემდეგ დოლარის კურსი ჯერ 2.78 ლარამდე, შემდეგ 2.85 ლარამდე, 3 დეკემბერს კი 2.87 ლარამდე გაუფასურდა. 4 დეკემბრისთვის კურსმა 2.85 ლარი შეადგინა, 5-ში ის 2.83-მდე შემცირდა, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად კი ის 2.77-მდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იქამდე სანამ ნოემბერი არ დასრულდება მიმდინარე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნდება, ხოლო რაც შეეხება გასული თვის შედეგებს, ცნობილია რომ ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 39%-ით გაიზარდა და მან 682 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.6%-ით 1.43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს მისი მოცულობა 281 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.5%-ით ნაკლები იყო. ამასთან, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, 2024 წლის 10 თვეში კი ზრდა 10% იყო. ამ დროისთვის სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.

როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7753 0.41
ევრო 2.9365 -0.17
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5418 -1.59
თურქული ლირა 0.0798 0.03
100 რუსული რუბლი 2.5096 6.54
აზერბაიჯანული მანათი 1.6321 0.25
1000 სომხური დრამი 6.9123 12.42
100 იაპონური იენი 1.8422 0.01
10 ჩინური იუანი 3.8199 0.19
10 უკრაინული გრივნა 0.6696 -0.15

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები