საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია იკვეთება – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობი 5%-ით დაეცა, ხოლო ერთ კვირაში კორექციის მაჩვენებელი 8.5%-ს აღწევს.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 98 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 88 დოლარად ივაჭრება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირის, ის დღეს 8%-ით არის გაუფასურებული და ერთ კვირაში მისი კორექცია 12%-ის ფარგლებშია. შესაბამისად, მეგავატი/საათი ენერგიის ფასი ევროპულ ბაზარზე საშუალოდ 49 ევრომდე არის შემცირებული.
მოკლევადიანი გაუფასურების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ნავთობი საშუალოდ 55%-ით, ხოლო გაზი 70%-ით არის გაძვირებული.
ბოლოდროინდელ გაუფასურებას რაც შეეხება, ის აშშ-ირანის ომის პოტენციურ დასრულებასთან და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მოლოდინებთან არის დაკავშირებული, რაც ბაზარზე რისკებს ამცირებს და ენერგორესურსებს აუფასურებს.




























