მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა მსოფლიოში ნავთობის ფასი?

ნავთობი

მსოფლიოში ნავთობი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობი 8%-ით, Brent-ის ტიპის ნავთობი კი 2%-ით არის გაძვირებული. საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 111 დოლარს აჭარბებს, Brent-ის ტიპის საწვავი კი 110 დოლარი ღირს. კვლავ ძვირდება რუსული ნავთობი, ბოლო ერთ თვეში Urals-ი 76%-ით, ხოლო ერთ კვირაში 14%-ით არის გაძვირებული და ბარელზე ფასი 121 დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება WTI-ს [West Texas Intermediate], მისი ფასი 111 დოლარს აღემატება.

ნავთობის გაძვირების მიზეზი აშშ-სა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები