მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ნავთობის ფასი?

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე სტაბილურობა და მცირედ გაუფასურება ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ახალი მასშტაბური სამხედრო ინციდენტების არარსებობამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის ტემპი შეაჩერა. შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2.7%-ით შემცირდა და ბარელზე $98 შეადგინა, ხოლო WTI-ის ფიუჩერსები 2.5%-ით დაეცა და $89-მდე ჩამოვიდა.

ამ მცირედი კორექციის მიუხედავად, ერთკვირიან პერიოდში ნავთობი მაინც 10%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთ თვეში ზრდა 27%-ს აღწევს.

ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული მერყეობა პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებასთან, აშშ-ირანის სამხედრო დაპირისპირებასთან და ჰუსიტების მიერ არაბულ გემებზე განხორციელებულ შეტევებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები