ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. 29 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 4 წლით შეაჩერა, ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, 4 დეკემბერს კი ფასების ცვლილება ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 0.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.30 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.30 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.33%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.67 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 2.23%-ით შემცირდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.40 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 552 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.