ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.14%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 34.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.71 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 17.6%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.18%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 16.8%-ითაა გაზრდილი.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.80%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.04 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 467.88 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 24.7%-ითაა გაზრდილი.
წყარო - Galt & Taggart