გასული კვირა უმსხვილესი ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა და ზრდის მკვეთრი დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიის მიმართ დაფიქსირდა:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 2.58%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 51.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.27%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 33.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.48%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 534 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.