საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.39%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 51.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.51 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 47.55%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.78%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 31.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.75 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 13.12%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.21%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 610 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 34.77%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart