საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 7.43%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.41 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 1.01%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.25%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 4.08%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.40%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.56 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 539 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 11.49%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart