ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
დღევანდელი დღის შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 0.43%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.95 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.27 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 21.13%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.16%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.69 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 18.49%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 0.43%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.24 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 523 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 27.36%-ით გაიზარდა.