ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთ კვირაში ერთი ქართული კომპანიის - "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა (0.15%), დანარჩენი დალისტული ორი კომპანიის - "თიბისი ბანკისა" (-1.34%) და "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი კი შემცირდა (-2.16%).
მიმდინარე კვირის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) ერთი აქციის ფასი 66.15 გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქცია - 44.15 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) - 18.14 გირვანქა სტერლინგი.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ სამ ქართულ კომპანიას შორის, ბოლო 6 თვეში აქციების ფასის ყველაზე დიდი მატება - 60.25% - "საქართველოს კაპიტალს" უფიქსირდება.
რაც შეეხება ქართული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3,25 მლრდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისის" - 2,43 მლრდ გირვანქა სტერლინგი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" - 845.3 მლნ გირვანქა სტერლინგი.
LSE-ზე ფასთა ცვლილება დეტალურად:
კომპანია | საბაზრო კაპიტალიზაცია (მლნ გირვანქა სტერლინგი) | აქციის ფასი (გირვანქა სტერლინგი) | ფასის ერთკვირიანი ცვლილება | ფასის ცვლილება ერთ თვეში | ფასის ცვლილება 3 თვეში | ფასის ცვლილება 6 თვეში |
საქართველოს ბანკის ჯგუფი | 3,252.56 | 66.15 | 0.15% | 2.16% | 16.05% | 41.35% |
საქართველოს კაპიტალი | 845.35 | 18.14 | -2.16% | -2.79% | 18.25% | 60.25% |
თიბისი ბანკის ჯგუფი | 2,435.13 | 44.15 | -1.34% | -1.23% | 0.23% | 42.65% |