ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.83%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 73.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.63 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28.97%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.68%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 0.68%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 1.91%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 24.00 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.11 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 54.84%-ით გაიზარდა.




























