ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 1.54%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 112.94 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.89 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 17.15%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.59%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 47.36 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.65 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 18.70%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 6.86%-ით შემცირდა და 40.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.37 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 20.09%-ით გაიზარდა.



























