მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

Bank of Georgia Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 0.22%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 137 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 38.80%-ით გაიზარდა.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.48%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 51.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.85 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 22.42%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 11.18%-ით გაიზარდა და 50.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 38.67%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები