2025 წელს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ღირებულება საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, პროგრესირებს, რაც ფეხბურთელების ინდივიდუალურ და საკლუბო წარმატებებს უნდა მიეწეროს.
2024 წლის 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა ასევე დიდი სენსაცია დააფიქსირა გამორჩეულ მესამე ადგილოსნებს შორის მოხვდა და ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის დონის ნაკრებებთან კონკურენციის ფონზე ერთი გამარჯვებითა და ერთი ფრით ჯგუფიდან გავიდა.
მერვედფინალში ესპანეთთან მარცხს და ტურნირიდან გამოთიშვას მოჰყვა დიდებული შეხვედრები ჩეხეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ, თუმცა ამის შემდგომ “ჯვაროსნების” რიგებში კრიზისი შეინიშნება. ზემოთ აღნიშნული ორი შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ თამაშებში ჩვენი შედეგი ასე გამოიყურება: 3 მოგება, 1 ფრე და 8 წაგება.
Transfermarkt-ის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების ღირებულება 161 მილიონ ევროს შეადგენდა, ტურნირის შემდეგ ფასი 175 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ამჟამინდელი მონაცემებით ის თითქმის 200 მილიონ ევროს აღწევს, რაც ძირითადად ჩვენი ნაკრების (90 მილიონი ევრო) მოთამაშის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც “პსჟ”-სთან ერთად 6 ტიტული მოიგო და ორ ფინალში გოლითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება FIFA-ს რეიტინგს ივლისის თვეში “ჯვაროსნები” 67-ე ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო ამჟამინდელი რეგრესის შედეგად 73-ე ადგილამდე ჩამოვქვეითდით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრებს უკვე 2026 წლის 26 მარტს თბილისში ისრაელის, ხოლო 29 მარტს კაუნასში, ლიეტუვას ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.




























