თიბისი კაპიტალის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და მოწყობილობებზე და ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა.
„სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები 7%-ით გაიზარდა. ნოემბერში ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ წლიურად 27% შეადგინა. ავეჯსა და მოწყობილობებზე თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები და იპოთეკური სესხებიც ნოემბერში გაზრდილია.
„2024 წლის ნოემბერში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 5%-ით გაიზარდა.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა ნოემბერში წლიდან წლამდე 10%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.