მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შექმნა ქართველმა მსხვილი სტომატოლოგიური ქსელი რუსეთში?- თამაზ მჭედლიძე Forbes-ის ობიექტივში

5dc3e7bf77c3a
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 21:22
4595

საქართველოს დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს, ზღვის დონიდან 1150 მეტრის სიმაღლეზე - კოჯორში, 2019 წლის მარტში, სტომატოლოგმა და მეწარმე თამაზ მჭედლიძემ სამედიცინო ველნეს კურორტი "ბიოლი" გახსნა. ყველაფერი კი ათეულობით წლით ადრე დაიწყო. როგორც მჭედლიძე Forbes-სთან საუბარში აცხადებს, 15 წლის წინ, როცა ერთ დღესაც მან სარკეში ჩაიხედა, გადაწყვიტა, ცვლილებები განეხროციელებინა.



"ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ვიყურებოდი, ვიხილე ადამიანი, რომელიც წონაში 164 კილოგრამი იყო და მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ იყო ავად, მაგრამ თქვენ მას ჯანმრთელსაც ვერ დაარქმევდით", - აცხადებს ქართველი სპეციალისტი. მან ამ დღიდან 1 წელიწადში 74 კგ დაიკლო და ამის შესახებ წიგნიც კი დაწერა.

 

"ბიოლი არის იდეებისა და აზრების რეალიზაცია, რომელიც ამ ისტორიის შემდეგ წარმოიშვა. დაავადებების სამკურნალო საშუალებების გარდა, კიდევ ერთი რამ უნდა იყოს მთავარი - ჯანმრთელობის რესურსების იდენტიფიცირება და მათი მართვა", - ამბობს მჭედლიძე.




2020 წლის მარტამდე, მჭედლიძის მოლოდინით, "ბიოლის" შემოსავალი 1,2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძეს რუსეთში საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი" აქვს, რომელიც 25 კლინიკასა და 11 რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრს აერთიანებს. "მედი" რუსეთის მასშტაბით, ერთადერთი სპეციალიზირებული ქსელია სტომატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მიმართულებით, რომლის შემოსავალი 2.13 მილიარდი რუბლია, მან Forbes-ის უმსხვილესი კერძო სამედიცინო კომპანიების რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა.

 

მჭედლიძის ოჯახში ქალების რამდენიმე თაობა ექიმი იყო. ექვსი წლის ასაკიდან მასაც სურდა მედიკოსი გამხდარიყო. მჭედლიძემ 1978 წელს, ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.. არხანგელსკის ოლქში სწავლის დასრულების შემდეგ, 1989 წელს, ახალგაზრდა ექიმი საქართველოში დაბრუნდა, სადაც მან მშობლების სახლში სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა, თუმცა ორი წლის შემდეგ, ის კვლავ ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად.



ადგილობრივმა დეპუტატებმა მას უფლება მისცეს თვითმმართველი კომიტეტის კუთვნილი პატარა ოთახი ექირავებინა. ამისათვის მჭედლიძეს 50 დეპუტატის მკურნალობა უფასოდ მოუწია. "მადლობა ღმერთს, რომ კომიტეტი მალევე დაიშალა და ჩემი ვალდებულებები გაქრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე გავკოტრდებოდი", - იხსენებს მჭედლიძე.


თამაზ მჭედლიძემ სპეციალურის შერჩევისას, ნებაყოფლობით თუ უნებლიედ აირჩია კერძო სამედიცინო მომსახურების ეკონომიკურად ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი სფეროები - სტომატოლოგია და ესთეტიკური მედიცინა. ღირებულებითი თვალსაზრისით, RBC-ის კვლევის თანახმად, სტომატოლოგია  ფასიანი სამედიცინო მომსახურებების ბაზრის 29,7%-ს იკავებს.  

 

ახლა მჭედლიძე დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში "ბიოლის" ველნესის კურორტზე ატარებს, რომელიც კოჯორში 31 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. როგორც Forbes-ი წერს, "მედის" მეპატრონემ მიწა ფერმერებისაგან იყიდა, ხოლო ტყე მთავრობისგან. სარეკრეაციო პროექტში ჩადებულმა მთლიანმა ინვესტიციამ დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.




სტომატოლოგი ადამიანის ჯანმრთელობის რეზერვებს იკვლევს  და უჩივის რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გაუქმებას, რადგან კოჯორის კურორტი მჭედლიძის თქმით, მისი პაციენტებისთვის შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები