მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გააქტიურდეს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა? - ლევან ვეფხვაძის მოსაზრება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოდელზე გადასართველად, ბიზნესს გარკვეული დრო დასჭირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ენერგეტიკულ ბირჟის ამოქმედების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ვეფხვაძე დადებითად აფასებს იმას, რომ ბირჟაზე ვაჭრობა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბირჟაზე აქტივობის გასაზრდელად წამახალისებელი ზომებია მოსაფიქრებელი.

„კომპანიები იმ ფორმატში ოპერირებენ, რომელშიც წლების განმავლობაში ოპერირებდნენ და ახალ ფორმატზე გადასვლა მარტივი არავისთვის არის, არც მომხმარებლისთვის, არც მიმწოდებლისთვის. ახალ ფორმატზე გადასვლისთვის უნდა იყოს ვალდებულება, ან უნდა იყოს წამახალისებელი ღონისძიებები, თუმცა ვალდებულების ნაწილში გამოითქვა კეთილი ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს არის მაინც ნებაყოფლობითი ვაჭრობა და არ იქნება სადამსჯელო და სავალდებულო ღონისძიებები. ეს სწორი მიდგომაა.

რა შეიძლება იყოს წამახალისებელი - ამას დავაკვირდეთ და შევხედოთ, რათა კომპანიების ნაწილმა სარგებელი გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინახოს, მაგალითად, ოპერაციები იმ საათებში გადაიტანოს, როდესაც ელექტროენერგია ძვირი არ არის და მოხმარება ამ ნაწილში დაიკმაყოფილოს და ელექტროენერგიის შეძენა შედარებით იაფი დაუჯდეს, თუმცა ამ ნაწილში ვნახოთ. ყველა ამას ძალიან ფრთხილად უყურებს და გასაკვირიც არ არის, რადგან ფრთხილად უყურებენ, რადგან ახალია და ამ მოდელზე გადმოსართველად დრო იქნება საჭირო", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები