მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა სწრაფად? - დავით სონღულაშვილის ხედვა

60d9b03da05c7
ინგა მურუსიძე
28.06.21 15:17
917
სწრაფი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია უპირველესად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიებით, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრემიერის სიტყვით გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თითოეულ ინვესტორს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყროს.

„პრემიერის თქმით, წელს ბიზნესის გაჯანსაღების წელია და ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. საჭიროა, ბიზნესის პოსტკრიზისული სწრაფი აღდგენა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, რაც რა თქმა უნდა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია, რამდენიმე საკითხის ხაზგასმით:

ეკონომიკის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიებით, რაც ხაზგსამული იყო პრემიერის სიტყვით გამოსვლაში და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ჩვენი ხელისუფლების უპირატესობა არის, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, თითოეულ ინვესტორს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეპყროთ და გვქონდეს პირდაპირ ინვესტორზე მორგებული წინადადებები, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება შესაძლებელი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო მეორე საკითხი, რომელიც ხაზგასმული იყო პრემიერის გამოსვლაში და ეს არის ადგილობრივი ბიზნესის წახალისება, რომლის ხელშეწყობისთვისაც ძალიან ბევრი პროგრამა იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი და კიდევ უფრო ფართოვდება ეს შეთავაზებები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ისეთი ბიზნესების წახალისებას, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული არიან.

„აქვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც მსოფლიოში 7 ქვეყანას აქვს ამდენ ქვეყანასთან და ამდენ ბაზარზე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს არის ხერხემალი ჩვენი ეკონომიკის და თქვენი წარმოდგენილი(მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს) პროგრამები ძირითადად არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რადგან პოსტპანდემიურ პერიოდში მათი მთავარი პრობლემა არის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა და ლიკვიდობის პრობლემა. ის პროგრამები, რომელიც წარმოადგინეთ, სრულად პასუხობს გამოწვევებს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მან მიწების პრივატიზაციის პროცესსა და ენერგეტკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჯამში, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ხედვა ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, სწორედ ასეთი ხედვით და გეგმით არის შესაძლებელი ეკონომიკის სწრაფი ზრდა“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები