მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტი? -Caucasus Auto Import

Caucasus Auto Import

საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები ყოველ წლიურად იზრდება. 10 წლის წინ თუ ამ ბაზარზე თითქმის 4 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 2023-ში ამ მაჩვენებელმა 591 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2024 წლის 5 თვეში კი აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან რეექსპორტით 237 მლნ დოლარზე მეტ ავტომობილები გავიდა.

ექსპერტების ნაწილს აქვს მოსაზრება, რომ ყაზახეთის ბაზრის გააქტიურება, რომელსაც წლიდან წლამდე ვუყურებთ შესაძლოა ჩინეთის ავტომობილების წარმოების ზრდის გამო საქართველოსთვის შენელდეს.

განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ კავკასუს ავტო იმპორტში, თუმცა ამბობენ, რომ მდგომარეობას აკვირდებიან. მათი შეფასებით, ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილები არა მხოლოდ ჩინეთიდან არამედ სხვა ქვეყნებიდანაც შედის, საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა რომ სწორი მარკეტინგული კამპანიებით შეძლოს ყაზახეთში რეექსპორტის წილის ზრდა.

Caucasus Auto Import-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კახა ლომიძე ამბობს, რომ რეექსპორტის თვალსაზრისით საქართველოსთვის ყაზახეთთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აქვს ყირგიზეთსაც. მიუხედავად პირველ 5 თვეში ექსპორტის მაჩვენებლების შემცირებისა, კომპანიაში მაინც პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობენ.

“ყაზახეთი ზოგადად ძალიან დიდი ბაზარია, მაგრამ ჩვენი ცნობადობა ძალიან დაბალია, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ძირითადი რაც ახლა გვაქვს, რასაც 2023 წლიდან აქტიურად ვაკეთებთ, ძალიან დიდ მარკეტინგულ რესურსს ვხარჯავთ არის ის რომ უნდა გავზარდოთ ცნობადობა და ცნობადობის გაზრდასთან ერთად მოთხოვნაც გაიზრდება. ეს რიცხვებზეც ისახება. მთავარია ჩვენ მათ შევთავაზოთ სერვისი და მომსახურება, რომელიც ამ ბაზარს სჭირდება, მათთვის ვპოზიციონირებდეთ როგორც სანდო პარტნიორი, რომელსაც შეუძლია ავტომობილის შერჩევა, ყიდვა ყველანაირი რისკების გარეშე.

ყაზახეთის ბაზარზე თუ ჩინეთის ჭრილში ვისაუბრებთ, ეს ბაზარი ძალიან ბევრი მხრიდან მარაგდება ავტომობილებით. ისე არ არის, რომ ჩინეთის გააქტიურება საგანგაშო მომენტი იყოს, რადგან ყაზახეთი მარაგდება ჩინეთიდან, კორეიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან ჩვენ ამ ჩამონათვალში ძალიან დაბალი პროცენტი გვაქვს. ჩვენ თუ ცნობადობას გავზრდით, საკმაოდ კარგი პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია ყაზახეთის ბაზრის მხარესაც, მოსალოდნელია არსებული მაჩვენებლები გავზარდოთ.”- ამბობს Caucasus Auto Import-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კახა ლომიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები