USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ რითეილ ასოციაციასთან ერთად მათი ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გამართა, რომლის მიზანიც ადგილობრივ საცალო ქსელებში ქართული პროდუქციის განთავსების სტიმულირება და ქართული პროდუქციის შიდა ბაზრის გაფართოება იყო.
ღონისძიება მოიცავდა სამ კომპონენტს - რითეილ ასოციაციის მიერ შემუშავებული კომერციული სახელმძღვანელოს პრეზენტაციას; პანელურ დისკუსიას, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საცალო ქსელების და მომწოდებლების წინაშე არსებულ გამოწვევებს; B2B შეხვედრებს ქსელებსა და მწარმოებლებს შორის. აღინიშნა, რომ მსგავს ბიზნეს-შეხვედრებს პროგრამის ბენეფიციარებსა და საცალო ვაჭრობის ქსელების წარმომადგენლებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გაცვლის და ბიზნეს-კავშირების დამყარების კუთხით.
სტუმრები: მარიამ თევდორაძე - USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი;
ია ნადირაშვილი - რიტეილ კონსულტანტი, კომერციული გზამკვლევის თანაავტორი;
მირანდა მანჯგალაძე - რიტეილ ექსპერტი, კომერციული გზამკვლევის თანაავტორი;
სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე.