მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა?

Numbeo-ს ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხით ყველაზე მაღალი (86 ქულა) ტაივანშია, მას მოსდევს სამხრეთ კორეა (82.7 ქულა) და იაპონია (79.3 ქულა). ამ რეიტინგში საქართველოს 54.5 ქულა აქვს და 79-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 75-ზეა უკრაინა (55.4 ქულა), 55-ზე - რუსეთი 60.9 ქულით, 89-ზე - 47,7 ქულით აზერბაიჯანი, მე-60-ზე - ყაზახეთი 60.1 ქულით, 25-ზე - თურქეთი 70.1 ქულით.

10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხი ყველაზე მაღალია ასეთია:

  1. ტაივანი 86.0 ქულა;
  2. სამხრეთ კორეა 82,7 ქულა;
  3. იაპონია 79,3 ქულა;
  4. ნიდერლანდები 78,9 ქულა;
  5. საფრანგეთი 78,1 ქულა;
  6. დანია 78,0 ქულა;
  7. ესპანეთი 77,6 ქულა;
  8. ფინეთი 77,3 ქულა;
  9. ტაილანდი 77,2 ქულა;
  10. ავსტრია 76,6 ქულა;


Numbeo-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი აფასებს ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხს, მათ შორის ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის პროფესიონალები, აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ის უზრუნველყოფს კონკრეტულ ადგილას ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და რესურსების შეფასებას.

როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში ჯანდაცვის სისტემა?

სტუმარი: ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები