2024 არჩევნების წელია - წელს არჩევნები მსოფლიოს 76 ქვეყანაში ტარდება. ხმას იმაზე მეტი ადამიანი მისცემს, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში.საარჩევნო ყუთთან მისვლა შეეძლება 4.2 მილიარდ ადამიანს - ეს პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტია.
საარჩევნო ფერხულშია ჩაბმული საქართველოც. შემოდგომაზე ქართული ოცნება მეოთხე ვადით ეცდება ხელისუფლებაში დარჩენას. გირჩი - მეტი თავისუფლება და დროამ დაიწყეს პროექტი - საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რას ითვალისწინებს პროექტი და რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნოდ?