მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე? - პრეზიდენტის გეგმა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.

ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კრიზისის თავიდან აცილებისთვის მისი გეგმა შემდეგია,

  • ახალი არჩევნები - საერთაშორისო გამოძიება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, იმ გზავნილებით რაც იყო თავის დროზე ეუთო ოდირის გზავნილები , უცხოეთში უბნების გახსნის გამართვით, ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. სასურველია რომ ყველა ინსტანციებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები;
  • 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება.

„გეგმა ასეთია, ცხადია, ახალი არჩევნები, როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, რაც დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. პირველი პუნქტი – არის საერთაშორისო გამოძიება არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, ეს საჭირო იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა, თუ გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ გზავნილებით, რაც იყო ეუთო/ოდირის მოთხოვნა. ასევე, დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ამასთან, საარჩევნო დავებზე სპეციალური დავების სასამართლოს შექმნა. სასურველია, რომ ამ ინსტანციებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართულები. მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის ნება არ არის ასახული არჩევნებში. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები