პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე 3 თვეა თანამდებობას იკავებს და ონკოპაციენტების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. მისივე თქმით, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, როგორც ბოლო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მოვისმინეთ პაციენტებთან და კლინიკებთან კოორდინაციის შედეგად პრობლემა გამოიკვეთა და ახლა, უწყებას აქვს იდეები და მოსაზრებები, რომელსაც კერძო სექტორთან ერთად ამუშავებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ონკოპაციენტი ბავშვები იგივე სერვისს იღებდნენ, რასაც განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.
რატომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე ონკოპაციენტების პრობლემა და სად ხედავს გამოსავალს ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი?
სტუმარი: ვატო სურგულაძე - "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი;