რა უშველის გაჭედილ თბილისს? საცობებისგან განტვირთვის ალტერნატივაზე ვისაუბრებთ, მორიგი 10 წუთის განმავლობაში. როგორც არსებობს ე.წ. შავი წერტილები გზებზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარიები, ასეთივე წერტილები არსებობს საცობებისკენ მიდრეკილ თბილისში. ამგვარი ადგილების ჩამონათვალში გამოკითხული 50 თბილისელიდან 42-მა მოწინავე ადგილი დიდი დიღმის შესასვლელ-გასასვლელს მიაკუთვნა.
სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი;