საქართველოს მთავრობამ საკარანტინე ვადის 12 დღიდან 8 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ უნდა მოიქცეს კარანტინ-გამოვლილი პირი რვა დღის შემდეგ, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი მოქალაქე "შეზღუდული უნდა იყოს ადამიანებთან ურთიერთობისას".
„მერვე დღის შემდეგ, მე როგორც ექიმი, მაინც მივცემდი რეკომენდაციას, რომ იყოს გარკვეულად შეზღუდული და მეთორმეტე დღის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ტესტირება, უკვე უფრო თამამად შეუძლია საზოგადოებაში ყოფნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























