მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შეამოწმონ "მიტანის სერვისის" კომპანიები - გიორგი ჩუგოშვილის რჩევა მთავრობას

5e86f6351da07
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 17:20
1540
„ჩვენ ვართ „ფაბერი“… ვართ მოლოდინის რეჟიმში. გვინდა და გვჭირდება მუშაობა. ძალიან!”, - ამ შინაარსის პოსტი ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა „ფაბერის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი, მან BM.GE-ისთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთი წლის სტარტაპისთვის, როგორიც “Phubber”-ია, 15 000-ლარიანი ჯარიმა ნიშნავს ბიზნესის შეწყვეტას, ამიტომ ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში არიან და ადგილზე პროდუქციის მიტანას ვერ ახორციელებენ.

გიორგი ჩუგოშვილი სახელმწიფოს ელექტრონული პორტალის შექმნას სთავაზობს იმისთვის, რომ კომპანიების შემოწმება მარტივად მოხდეს და თვლის, რომ "ეს დაზოგავს დროს და სახელმწიფო რესურსს".

„შესაძლოა, ეს შემოწმება მარტივი პორტალის საშუალებით განახორციელონ, სადაც უბრალოდ ვიდეოს ავტვირთავ როგორ ვმუშაობ ოფისში და შემდეგ ამ ვიდეოს ცენტრალიზებული დადასტურება მოხდეს და ვისშიც ეჭვი შეეპარებათ, გადაამოწმონ. თუ ეს ელექტრონული მოდელი არ მოიფიქრეს, ძალიან რთული იქნება ამის განხორციელება, რამდენი კაცის მობილიზება უნდა მოახდინონ, რომ ყველა ონლაინ მაღაზიისა და მიწოდების სერვის ოფისში ჩამოიარონ და შეამოწმონ. დღეში 5-6 ადგილზე თუ მივლენ. ელექტრონული აპლიკაცია ამ შემთხვევაში უფრო უპრიანი იქნებოდა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

ცნობისთვის: დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფუნქციონირებას გააგრძელებენ კომპანიები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. 

აპლიკაცია კომპანიებისთვის - ვინ და რა პირობით შეძლებს მუშაობის განახლებას



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები