2025 წელი ისე დაიწყო, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში ობლიგაციების ემისია არ ყოფილა. სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველი კვარტლის სტატისტიკა როგორც წესი ტენდენციას არ ასახავს, თუმცა მაინც ვცადეთ გარკვევა რა გავლენა ექნება პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის იზოლაციის მზარდ რისკს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლისთვისაც შარშანდელი წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.