მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება FMCG ბაზარი?

BM.GE
09.05.23 10:05
224
თიბისი კაპიტალმა გასული კვირის მიწურულს ძალიან საინტერესო კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა, რაც გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით. შარშან ორგანიზებული FMCG ბაზარი, ჯამური ბაზრის მსგავსად წლიური 37%-ით გაიზარდა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე შედეგებით, დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ორგანიზებული საცალო მოვაჭრეებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით ხასიათდება. 2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა. დანახარჯების მოცულობის მიხედვით ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-კომერციის ზრდის პოტენციალისთვის. 

სტუმარი: ია ნადირაშვილი - Store Next Georgia-ს გენერალური მენეჯერი, რიტეილ კონსულტანტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები