მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება ინვესტირება "ფორსაით კაპიტალში"?

636fa4a6159fa
ალა ისპირიანი
12.11.22 19:30
627
„ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი. რა არის საჭირო ფონდში ინვესტირებისთვის? - აღნიშნული საკითხი ფონდის საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განმარტა.

„ფონდში ინვესტირება ნიშნავს ფონდის ერთეულების ანუ აქციების ყიდვას, ანუ ამ ფორმით ხდება ინვესტირება. ინვესტირება ხდება დოლარში. მინიმალური ინვესტიციაა 21 000 დოლარი, მაქსიმალური ერთ ინვესტორზე 7 მილიონი დოლარია.

ასევე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რადგან ფონდში შემოსული არცერთი დოლარი არ ინვესტირება ისეთ ინვესტიციაში, რომელიც უძრავი ქონებით არ არის გამყარებული.

ფონდის ხანგრძლივობა არის ხუთი წელი. საორიენტაციო უკუგება წელიწადში 5%-ია. დივიდენდის დარიცხვაც და გადახდაც ყოველთვიურად ხდება. ფაქტობრივად ინვესტორებისთვის რეგულარული შემოსავალია“, - ამბობს „ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე.

საქართველოში დანაზოგის შენახვის გზები და ინვესტირების ალტერნატივა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები