მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც თბილისი-მესტიის გზა საჭიროებს შეკეთებას, ასევეა შიდა გზებიც - სასტუმროები

6370ee8043542
მარიამ იზორია
13.11.22 19:05
974
მესტიაში მდებარე სასტუმროები ტურისტული სეზონის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად წელსაც ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მიიჩნევენ.

როგორც სასტუმრო „ფოსტას“ დირექტორი თათია დევდარიანი bm.ge-სთან ამბობს, გზის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რათა მესტიაში ჩასვლა ნებისმიერი სახის ტრანსპორტმა შეძლოს.

„ტრანსპორტის პრობლემაა. ფრენები რომ იყოს, კარგი იქნებოდა, თუმცა ისიც ამინდზეა დამოკიდებული. ეს არის შორი გზა, რომელიც მსურველებს ხელს უშლით, რომ სვანეთში ამოვიდნენ. გზა უნდა მოწესრიგდეს, რომ ნებისმიერმა ტრანსპორტმა შეძლოს ჩამოსვლა. შედეგად, დამსვენებელი არჩევანს უფრო ახლოს მდებარე სათხილამურო ლოკაციებზე აკეთებს“, - ამბობს ის.

მოუწესრიგებელ გზებზე საუბრობს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელიც.

„როგორც თბილისიდან-მესტიამდე მიმავლ გზას აქვს ხოლმე პრობლემები და მუდმივად საჭიროებს შეკეთებას, ასევეა შიდა, სასტუმროებთან მიმავალი გზებიც. ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და იმედი გვაქვს, წელს მაინც იქნება რეაგირება“, - განმარტავს ეკა გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები