მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ვიცი, "რემდესივირი" მალე უნდა იყოს საქართველოში - გამყრელიძე

5fc4b832921fd
ინგა მურუსიძე
30.11.20 13:25
723
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ზუსტად არ იცის, როდიდან იქნება საქართველოში პრეპარატი „რემდესივირი“, თუმცა მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მალე ჩამოვა.

საქმე იმაშია, რომ როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მედიკამენტს $104,000 დოლარად ყიდულობს. 

„როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიურად გამოსაყენებელი პრეპარატი. ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით კლინიკებში და არა - ამბულატორიებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"რემდესივირზე" საუბრისას NCDC-ის ხელმძღვანელმა ახსენა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მაგალითი, რომელმაც პრეპარატი გამოიყენა. 

„იყო ჯანმოს რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, თითქოს „რემდესივირმა“ არ მისცა ვალიდური შედეგი, თუმცა ბევრი ქვეყანა და ბევრი კლინიკა ამ პრეპარატს იყენებს. თენგიზ ცერცვაძემაც გამოიყენა თავის თავზე და დადებითი შედეგიც არის“, - ამბობს გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები