მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში

აზერბაიჯანი ბაქო

როგორი ეკონომიკური ზრდაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების სტატისტიკები:

სომხეთი:

სომხეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა 108%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, რამაც იანვარში 934 მილიონი დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანი:

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნულ კომიტეტს სომხეთისგან განსხვავებით თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. მათ შორის, სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამჟამად არასანავთობო სექტორია, რომელშიც ზრდა 10%-ს შეადგენდა.

მთლიანობაში 2024 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზომამ 18.6 მილიარდი მანათი შეადგინა.

თურქეთი:

თურქეთი ეკონომიკური ზრდის შედეგებს ყოველთვიურ ჭრილში არ აქვეყნებს, თურქეთის სტატისტიკის სამსახური ზრდას ითვლის კვარტალურ ჭრილში, შესაბამისად ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგი, რაც 4%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ასახავდა.

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, იანვარ-თებერვალში თურქეთმა უცხოეთში 41 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო. იმპორტმა კი 54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები