მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის დაწყებას?

დეპორტაცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყნიდან არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ქვეყნიდან გაძევებულია 1,000-მდე მიგრანტი, რომელთა ტრანსპორტირება სამხედრო და სამგზავრო თვითმფრინავების მეშვეობით ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოხდა.

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტია გადაყვანილი, კოლუმბიაა, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე თვითმფრინავი ჩაფრინდა. უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ეტაპზე კოლუმბიის ხელისუფლებამ ამერიკულ თვითმფრინავებს დაშვების უფლება არ მისცა და აშშ-ის მთავრობას განუცხადა, რომ მიგრანტებს არ მიიღება, რაზედაც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სანქციებისა და სავაჭრო ტარიფების დაწესების მუქარა იყო პასუხი. როგორც ჩანს, სანქციების შიშით, კოლუმბიის ხელისუფლებამ აზრი იცვალა, რადგან ამერიკულ თვითმფრინავებს დაშვების ნება მიეცათ.

თითქმის ანალოგიური ვითარება იყო მექსიკასთან მიმართებითაც, რომელმაც აშშ-ის მხრიდან დეპორტაციის დაწყება გააპროტესტა. მექსიკის მთავრობის განცხადებით, ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობას ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო, რადგან მექსიკას მიგრანტების მისაღებად მოსამზადებელი დრო არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მექსიკის მხრიდან წამოსულ პროტესტსაც ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების მუქარით უპასუხა.

როგორც 47-ე პრეზიდენტი აცხადებს, არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანას ყველა ის პირი არ დატოვებს, რომელიც აშშ-ში არ უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები