მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება კორტების ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ?– ფოტო

6242bd099eeba
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 12:00
4272
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.

„ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

„მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი, მათგან 2 დახურული და 1 - ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ძალიან მალე გვექნება ყოველმხრივ მოწესრიგებული სივრცე. ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნეს-ზონა და დასასვენებელი სირცეები“, - აღნიშნა კალაძემ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები