მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება ქუთაისის ყოფილ პარლამენტთან ახალი სკვერი - ფოტოები

ქუთაისის პარლამენტი

ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა იგეგმება. პარკის პროექტირებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1.4-მილიონიანი ტენდერი აგვისტოში გამოაცხადა. დღეს ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მომავალი პარკის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც პარკის რენდერები იყო წარმოდგენილი.

პარკის პროექტირების ტენდერი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ტენდერის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები რვა თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს. კომპანიებს შესყიდვაში საკუთარი წინადადებების წარდგენა 24 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ამასთან, ყოფილი პარლამენტის შენობის შიდა რემონტზეც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები შენობის პირველ და მეორე სართულზე შესრულდება. აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.

2024 წელს წინასაარჩევნოდ წარდგენილი პროექტით, აღნიშნულ შენობაში ტექნოპარკი უნდა განთავსდეს. რამდენიმე დღის წინ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შენობის ორი რობოტი ძაღლით, ორი ჰუმანოიდი რობოტით და სხვა რობოტული ტექნიკით აღჭურვისთვის 711 ათასი ლარის ტენდერიც გამოაცხადა.

ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ 9 წლის წინ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარჩა. მას შემდეგ ობიექტის შიდა სისტემების ამორტიზებაც მოხდა, რის გამოც შენობაში ქსელების, გათბობა-გაგრილების და სხვა სისტემების გამოცვლად გახდა აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები