მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება რეაბილიტირებული ვერის პარკი - ფოტოები

ვერის პარკი
03.05.24 23:54
1268

თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაციისთვის ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. შედეგად მერია გეგმავს დაადგინოს, თუ რა თანხაზე უნდა გამოცხადდეს პროექტისთვის ტენდერი. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, პარკის შესასვლელ ნაწილში ამფითეატრი მოეწყობა.

"საპროექტო წინადადება ითვალისწინებს პარკის ამ მონაკვეთში სივრცის იმგვარად გადაგეგმარებას, რომ ერთის მხრივ შენარჩუნდეს არსებული ხეები, ხოლო მეორეს მხრივ, უხეში გეომეტრიული ფორმების შერბილებით და მოწესრიგებით მოხდეს შესასვლელი ნაწილის ქვედა და ზედა დონეების უკეთ ორგანიზება. ძირითადი კომპოზიცია მცირე ზომის ამფითეატრის ფორმის მოცულობაა, რომელზეც მოწყობილ დიდი ზომის საფეხურებს ექნება ჩამოსაჯდომი ფუნქცია და ამავე საფეხურებში ინტეგრირებული იქნება ჩასასავლელ-ამოსავლელი კიბეები, იქ, სადაც ახლა არის განთავსებული. ამფითეატრის ცენტრში კი განლაგებული იქნება ყვავილნარი, რომელიც იქ არსებული სასტუმრო ,,მუზის'' წინ არსებულ ფერდთან ერთიანობაში იქნება გააზრებული. ამფითეატრის შექმნა დამატებით
საჯარო-„სალაყბო“ სივრცეს ქმნის პარკში მიმავალი თუ იქიდან გამომავალი ადამიანებისათვის. ის ასევე დაეხმარება მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეში დაკავებული ადამიანების მოკლევადიან რელაქსაციას მძიმე სამუშაო პირობებისგან. ამგვარი გადაწყვეტა უფრო დასრულებულ, ლოგიკურ სახეს მისცემს პარკის შესასვლელ-გამოსასვლელს. ამ მხრიდან შესასვლელში ასევე გათვალისწინებულია არსებული ბილიკების მცირე გადაგეგმარება (არსებული ხეების მოუჭრელად) რაც გააუმჯობესებს პარკში შემოსვლას ნიკოლაძის ქუჩის მხრიდან და უფრო წარმოაჩენს ექვთიმე თაყაიშვილის ქანდაკებას,"- ნათქვამია საპროექტო აღწერაში.

როგორი იქნება ვერის პარკი - პროექტი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები