მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება სასტუმრო RADISSON-ი რაჭაში? - ფოტოები

6310a83530993
ანუკა ჯოხაძე
02.09.22 00:00
2428

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ უწერაში, "რედისონის" ბრენდის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ გაიხსნება. 85-ნომრიანი სასტუმრო ყოფილი სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ონის მერმა მიაწოდა.

როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, ინვესტორი კომპანიისთვის სასტუმროს პროექტზე კომპანია TEAM TWO-მ იმუშავა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასტუმრო RADISSON INDIVIDUALS-ი 5-სართულიანი იქნება და 6 000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. 

უწერაში მშენებარე RADISSON INDIVIDUALS-ის პროექტი ასე გამოიყურება:





ცნობისთვის, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ხელი მოეწერა მესამე მხარის მართვის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სილქ ჰოსფითალითი განახორციელებს უწერაში 85-ნომრიანი მულტისეზონური სასტუმრო კომპლექსის მართვას. 

„უწერა რეზორტი“ საქართველოში რადისონ ინდივიდუალის ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება. პროექტის ავტორების თქმით, სასტუმრო სრული დატვირთვით 2024 წლიდან ამოქმედდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები