მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი - ფოტოები

5f7c1713f115b
თელარა გელანტია
06.10.20 11:38
4710
"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" ეზოში თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, პარკის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. 

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფონდის ფინანსური დახმარებით, ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, წინასწარი შეფასებით, პარკი დაახლოებით 15-20 მლნ დოლარი დაჯდება.

„ეს თბილისს ძალიან მალე გაუჩენს 700 ჰექტარის მოცულობის უნიკალურ ურბანულ ტყეს... ფონდი „ქართუ“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ამ ტერიტორიაზე ახალი, მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა - თბილისის ცენტრალური პარკი. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი რეკრეაციული ზონები, თბილისს უჭირს ამ მხრივ, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს თბილისს შესაძლებლობას, ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს, ასევე დედაქალაქის სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, - განაცხადა ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.























გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები