ამანათების გადამზიდავი კომპანიები გზავნილის ჩაბარების პროცედურების გამარტივებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, დღეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გამო არაერთი გზავნილი ფერხდება. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ კუთხით შესაბამისი კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან იყო, თუმცა ნაბიჯები არ გადადგმულა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი 9 თვეში, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. დინამიკა საფოსტო გადაზიდვების მიმართულებით მზარდია და ეს ტენდენცია ფიქსირდება საქართველოსთან მიმართებითაც. როგორი იყო საერთაშორისო ამანათების ტრანსპორტირების მაჩვენებლები 2023-ის საახალწლო პერიოდში და რა მოლოდინებია 2024-ისთვის?
სტუმარი: გიორგი ქოპილაშვილი - UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, აღმასრულებელი დირექტორი