მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2023 წელი "ქონექშენსისთვის" და რას გეგმავს კომპანია 2024 წლისთვის

თამარ კიკვაძე
13.02.24 08:26
665

აუთსორს რეკრუტინგის კომპანია "ქონექშენსი" უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიებს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლების შერჩევის და დაქირავების მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის პორთტფოლიო არაერთ წარმატებულ პროექტს მოიცავს.

დღეს თანამშრომლების, როგორც შერჩევა - მოძიების, ასევე მათი შენარჩუნების საკითხი კვლავ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ზოგი პანდემიის შემდეგ მუშაობას გადაეჩვია, ზოგს ონლაინ მუშაობა უნდა, ზოგს სამსახურში სიარული სურს, ზოგს კი ჰიბრიდული მუშაობის გრაფიკი. სამუშაო კვალიფიკაციისა და გამოცდილების შემდეგ სამუშაო გრაფიკზე კანდიდატისა და დამსაქმებლის მოლაპარაკება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ფინანსურ მხარეზე შეთანხმება. პანდემიის შემდეგ კანდიდატების მოთხოვნები გაიზარდა და ეს მიმართულება დღესაც აქტუალურია. კომპანიებს კი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ ან სურვილი არ აქვთ. თუმცა, მონდომების და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად ოქროს შუალედის პოვნა შესაძლებელია.

2023 წელი კომპანიისთვის საინტერესო იყო - ნიშური რეკრუტინგის მიმართულების გარდა ყოველთვიური რეკრუტინგული მომსახურებაც დავამატეთ საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერების ვაკანსიებზე და ადმინისტრაციული ფეიროლის მიმართულებასაც ვიწყებთ 2024 წლიდან - ამბობს თამარ კიკვაძე, კომპანია "ქონექშენსის" თანადამფუძნებელი.

ჩვენი პირველი პროექტი ამ ახალი სერვისის მიმართულებით კომპანია "ვეიფორია" იყო.

„ქონექშენსთან ურთიერთობა 2023 წელს დავიწყეთ, ჩვენი ბრენდი 25_მდე ქსელურ მაღაზიას აერთიანებს და ჩვენთვის კონსულტანტების დაქირავება მუდმივი გამოწვევა იყო. "ქონექშენსმა" კი ეს თავის ტკივილი მოგვიხსნა - ფილიალების გახსნის პროცესში თანამშრომლების რეკრუტინგის პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ ზედა რგოლის მენეჯმენტის ჩართულობა აღარ არის საჭირო, რაც ჩვენ საქმეზე კონცენტრაციის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს - ამბობს ვაჟა დარახველიძე, კომპანია "ვეიფორიას" პარტნიორი და დირექტორი.

ჩვენთვის ვეიფორიასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი საფუძველია იმისა, რომ ეს მიმართულება უფრო ფართოდ შევთავაზოთ ქართულ კომპანიებს, როგორც სტარტაპებს ასევე საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებს.

"ქონექშენსის" მოტივაცია კვლავაც უცვლელია - ეს ჩვენი შედეგია, როდესაც ჩვენი ჩართულობით კომპანია გუნდის ახალ წევრს, ხოლო ადამიანი თავისი ინტერესების შესაბამის ახალ გუნდს და სამუშაო გარემოს პოულობს. თითოეული ახალი პროექტი და ახალი წელიც ჩვენთვის მოტივაციაა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები