მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2023 წელი SKYLOG-ისთვის? - დამფუძნებლის პასუხი

SKYLOF

გასულ 2023 წელს BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე აჯამებს და აღნიშნავს, რომ კომპანია წელს გაცილებით უფრო დივერსიფიცირებული გახდა.

“ჩვენი კომპანიისათვის 2023 წელი წარმატებული იყო, რამდენიმე საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ. 2023 წელს ძალიან საინტერესო მარშრუტები დავიმატეთ, ასევე 100 ტონიანი თვითმფრინავით ჩამოვიტანეთ რიკოთის გვირაბებისთვის ტექნიკური აღჭურვილობები.

მართალია, ყველა გვიცნობს, როგორც საჰაერო გადაზიდვების კომპანიას, თუმცა წელს სექტემბრიდან დავიწყეთ ჩინეთიდან ნაკრები ტვირთის მანქანებით ტრანსპორტირება და დღემდე 10 რეისის განხორციელება მოვახერხეთ. გარდა ამისა, გავაფორმეთ ხელშეკრულება McDonald’s-თან სახმელეთო ტვირთის ტრანსპორტირებაზე.

თუკი აქამდე კომპანიის სრული ბრუნვის 95% საჰაერო გადაზიდვებზე მოდიოდა, ახლა ის ალბათ 70%-ზე ადის”, - ამბობს გიორგი ზუმბაძე.

კომპანია საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით ამ დრომდეც მუშაობდა, თუმცა წელს, მისი მმართველი პარტნიორის განმარტებით, გაცილებით გაფართოვდა კომპანიის მიმართულებები.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს SKYLOG-მა რებრენდინგიც განიცადა, წლების განმავლობაში ის “სქაი ლოჯისტიქსის” სახელით იყო ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები