მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2024 წელი საქართველოს საფეხბურთო ნაკებისთვის?

საქართველოს ნაკრები 2024

2024 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიული მნიშვნელობის გამოდგა. ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ძლევით და შემდეგ საბერძნეთის ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხებით ნანატრი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ევრო 2024-ზე ჩვენი ასპარეზობა, სადაც ხარისხიანი ფეხბურთით პორტუგალიის ნაკრები დავამარცხეთ ანგარიშით 2-0, მესამე ადგილი დავიკავეთ და სადებიუტო ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავედით.

ტურნირზე ბრწყინვალე ინდივიდუალური თამაში შემოგვთავაზა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ბურთის 29 მოგერიებით ტურნირის რეკორდსმენი გახდა, ხოლო 4 გატანილი ბურთით გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონატის თანაბომბარდირის წოდება მიიღო.

ორივე ფეხბურთელის მიმართ სატრანსფერო ფანჯრისას ინტერესი დიდი იყო. გიორგი მამარდაშვილი ქართული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად 35 მილიონად “ლივერპულმა” შეიძინა, თუმცა სეზონის ბოლომდე იჯარით “ვალენსიაში” დატოვა. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის მშობლიურ “ლიონში” 7,5 მილიონ ევროდ დაბრუნდა, თავდაპირველად ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა ამჟამად გოლებს სტაბილურად იტანს.

საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა მოგვიანებით, ვილი სანიოლსაც ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაუფასდა, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვალისწინებული.

ასეთი თამაშების შედეგად Transfermarkt-ის მიხედვით, 178 მილიონად შეფასებული ნაკრების ღირებულება 18,4 მილიონით 196,45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
2024 წელს “ჯვაროსნებმა” 13 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 5 მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს და 5-ში დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებს 2025 წელს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20 და 23 მარტს მოუწევს თამაში, ხოლო 2026 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს სექტემბერში დაიწყებს, სადაც 4 გუნდიან E ჯგუფში ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ნიდერლანდები/ესპანეთს შორის გამარჯვებული ნაკრები იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები