მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2023 წელს?

ხელფასი

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6%-ით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ბიზნესი 823.6 ათას ადამიანს ასაქმებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია.

2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827 ლარს გაუტოლდა. 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით.

ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი
⦁ საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები