მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის პოზიტიური იყო. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 5%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 2.5%-ით შემცირდა.

არაგამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც თითქმის უცვლელად დარჩა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 63 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 60 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 33 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 10%-იან კორექციას წარმოადგენს.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა რეკორდულ 3,245 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები